ხშირად დასმული კითხვები
კითხვები
კითხვები
ტუფი (იტალ. tufo) — მკვრივი ვულკანური ქანი, რომელიც წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსროლილი მასალის (ვულკანური ფერფლი, წიდა, ლაპილები და სხვა) შეცემენტების შედეგად. ზოგჯერ დანალექი ფოროვანი ქანია. აქვს სხვადასხვა ფერი. ძვირფასი საშენი მასალაა. გამოიყენება როგორც მსუბუქი საკედლე მასალა და ბეტონის შემავსებელი. საქართველოში ცნობილია ტუფის მრავალი სახეოსხვაობა. საბადოთაგან აღსანიშნავია: თეძმის, აკაურთის (მწვანე ტუფი), გორიჯვრის, ზემო სკრის (იისფერი ტუფი), სამშვილდის (ყვითელი ტუფი) და სხვა.